საქართველოს მიერ ირანისთვის დაწესებული სავიზო რეჟიმი დღეიდან, 15
თებერვლიდან გაუქმდა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ირანის ელჩის მოადგილე მოჰსენ
ქებრიაიმ განუცხადა. მან აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმის
ამოქმედება ეკონომიკის და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
მისივე თქმით, სავიზო რეჟიმის გაუქმება და უვიზო რეჟიმის დაწესება ეს
არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება,- "ბუნებრივია, საქართველო-ირანს
შორის უვიზო რეჟიმის სრულფასოვანი ამოქმედება ხელს შეუწყობს ორ
ქვეყანას შორის უფრო მეტ ურთიერთობას ეკონომიკის და ტურიზმის
განვითარებისთვის", - განმარტა მან.
მასალის გამოყენების პირობები