აშშ-ს ელჩი "მაესტროს" გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
იან კელი "მაესტროს" გარშემო განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ
ეხმაურება და
აცხადებს,რომ აშშ თვალს ადევნებს მიმდინარე პროცესებს. როგორც მან
ჟურნალისტებს განუცხადა,აუცილებელია მედიასაშუალება ყველა პოლიტიკური
ძალისთვის იყოს ხელმისაწვდომი.
"ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ მიაღწიოს წარმატებას როგორც
დემოკრატიულმა საზოგადოებამ. ამისთვის აუცილებელია სამართლიან და
თავისუფალ გარემოში ჩატარებული არჩევნები. იმისთვის, რომ ჩატარდეს
თავისუფალ და სამართლიან გარემოში არჩევნები, აუცილებელია ყველა
პოლიტიკური ძალისთვის ხელმისაწვდომი იყოს მედიასაშუალება და ყველა
პოლიტიკური მოთამაშისთვის იყოს თანაბარი სათამაშო ველი შექმნილი", -
განაცხადა ამერიკის ელჩმა.
მასალის გამოყენების პირობები