დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ
თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით
დიასპორის
საკითხებში მინისტრის მოადგილის სანდრო ბრეგაძის პირადი
განცხადება დააკმაყოფილა.
ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებგვერდი იუწყება.
გადადგომასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა თავად სანდრო
ბრეგაძემ სოციალური ქსელის მეშვეობით.
"მე გადავდექი!!! უფრო სწორედ, ყველაფერი გააკეთეს, რომ
გადავდგარიყავი, რადგან კატეგორიულად მომთხოვეს, ჩემს პრინციპებზე
უარის თქმა!!!! დიახ!!! ერთსქესიანთა ქორწინება არასოდეს დაკანონდება,
ვერც ეკლესიას და პატრიარქს შეაგინებს ვინმე და ჩვენც ეროვნული
სახელმწიფო გვექნება!!!", - წერს ბრეგაძე.
ამასთან, სხვადასხვა მედიასაშუალებებით ვრცელდება მისი კომენტარები
გადადგომის გარემოებებთან დაკავშირებით,ს ადაც მინისტრის უკვე ყოფილი
მოადგილე ატმკიცებს, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მისი
გადაყენება მოსთხოვა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრს საკითხზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
მასალის გამოყენების პირობები