პრემიერი სამეგრელოში მიკროავტობუსით, ესკორტის გარეშე გადაადგილდებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხვა
წევრებთან, რეგიონის გუბერნატორთან და
ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ზუგდიდში ესკორტის გარეშე,
მიკროავტობუსით გადაადგილდებოდა.
კვირიკაშვილმა სამსახურებრივი ავტომობილის გამოყენებაზე უარი თქვა და
დღის განმავლობაში დაგეგმილ ყველა შეხვედრაზე სწორედ მიკროავტობუსით
მივიდა.
მიკროავტობუსებით მგზავრობდნენ უწყებების პრესსამსახურების და
პროტოკოლის წარმომადგენლებიც.
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერის დღევანდელი გადაწყვეტილების
მიზეზებზე არ საუბრობენ, თუმცა როგორც "ათინათისთვის" გახდა
ცნობილი, ამ გადაწყვეტილებას მთავრობაში ხარჯების შემცირების
პოლიტიკას უკავშირებენ.
მასალის გამოყენების პირობები