"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ
"ქართული ოცნება" განწირულია
მარცხისთვის, მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა არა თუ საზოგადოების ხმა არ
ესმით, არამედ ერთმანეთთან არ აქვთ კომუნიკაცია".
მის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა პრემიერ-მინისტრის იმ
განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომელშიც კვირიკაშვილმა
კოალიციაში ცვლილებების განხორციელება არ გამორიცხა.
"მართალი გითხრათ, ჩვენ არც გვინდა და არც გვაინტერესებს
სპეკულაციებზე ვილაპარაკოთ, თუმცა ცხადია, "ქართული ოცნება"
განწირულია მარცხისთვის. მე ის მაღელვებს, რომ ეს ყველაფერი აისახება
ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე და თუ ასე
გააგრძელებენ, განწირული არიან დამარცხებისთვის", - აღნიშნა
ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები