საკადრო ცვლილებები ამ ეტაპზე საქართველოს ორ რეგიონში განხორციელდა
საკადრო ცვლილებები ამ ეტაპზე საქართველოს ორ რეგიონში: შიდა ქართლსა
და მცხეთა-მთიანეთში განხორციელდა. პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის
ინფორმაციით, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით
მთავრობას,მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ნუგზარ ყიფიანმა და შიდა
ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა მიმართეს.
შესაბამისად, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ორივე განცხადება
დაკმაყოფილდა.
პრემიერ-მინისტრი გაწეული სამსახურისთვის ნუგზარ ყიფიანს და ზურაბ
რუსიშვილს მადლობას უხდის. მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის
თანამდებობას გოჩა ზეიკიძე დაიკავებს, ხოლო - შიდა ქართლში
გუბერნატორის მოვალეობას ზურაბ რუსიშვილის მოადგილე შეასრულებს.
მასალის გამოყენების პირობები