საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროპელ ჟურნალისტებს უმასპინძლა.
თინათინ ხიდაშელი მედიის წარმომადგენლებს საქართველოსა
და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და რეგიონში მიმდინარე
პროცესებზე ესაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს
ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივებზე. როგორც
მინისტრმა აღნიშნა, საქართველო არის შესაძლებლობა ნატოსთვის.
თინათინ ხიდაშელმა სტუმრებს ქვეყანაში რუსული პროპაგანდისა და
პრორუსული ძალების გააქტიურებაზეც მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ
საქართველოს დასავლური კურსი შეუქცევადია.
"კითხვები, რომელსაც ჟურნალისტები სვამდნენ, კიდევ უფრო გვიმყარებს
იმედს, რომ საერთაშორისო მედია საქართველოსთვის სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვან საკითხებზეა ორიენტირებული და კონცენტრირებული“, -
განაცხადა მან.
ევროპელი ჟურნალისტები საქართველოში ორდღიანი პროგრამით იმყოფებიან.
ვიზიტი მიზნად ისახავს ევროპული პრესისთვის სამეზობლო ქვეყნების
გაცნობას.
მასალის გამოყენების პირობები