NDI- 77%-თვის მისაღებია რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს
NDI-ს სოციალური კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 77%-თვის
მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი,
რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. ხოლო ევროკავშირის წევრობა
მიუღებელია 14%-თვის. კვლევის ავტორების თქმით, კვლევის ამ ნაწილში
მკვეთრადაა გაზრდილი ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა და ის 77%-ს
შეადგენს.
NDI-ს სოციალური კვლევისთვის საველე სამუშაოები 23 თებერვალი-14
მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით ჩატარდა, 3 900 პირისპირ
ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის პოლიტიკურ
ნაწილსაც NDI მიმდინარე კვირაში გამოაქვეყნებს.
მასალის გამოყენების პირობები