პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს ახალი განკარგულების გამოცემას თხოვს
პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს თხოვნით მიმართავს, არჩევნებთან
დაკავშირებით ახალი განკარგულება ივლისში გამოსცეს.
გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ
უმჯობესი იქნება თუკი ეს 8 ივლისს, არჩევნებამდე 3 თვით ადრე
მოხდება.
”არჩევნების 8 ოქტომბერს ჩატარება გადაწყდა კონკრეტული მიზეზების
გამო. იყო გარკვეული იურიდიული ხარვეზი, ადმინისტრაციის მხრიდან არ
მოხდა დროული და კორექტული ინფორმაციის მიწოდება. ამიტომ ჩვენ დღეს
ვაგზავნით მოტივირებულ შენიშვნებს, რომ პრეზიდენტის მხრიდან
არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ განკარგულების წარმოდგენა
მოხდეს ისეთ დროს, რომლის გამოქვეყნებაც დაემთხვევა ჩვენი მხრიდან
კონტრასიგნაციას",- განაცხადა კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები