პრეზიდენტი არჩევნებთან დაკავშირებით ახალ განაკრგულებას გამოსცემს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 2016 წლის საპარლამენტო
არჩევნებთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას მაისში გამოსცემს.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.
გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ დოკუმენტი, რომელსაც მთავრობამ
ხელი არ მოაწერა, სიტყვა-სიტყვით იყო შეთანხმებული თავად
მთავრობასთან.
„ეს დოკუმენტი გამოვეცი იმდენად, რამდენადც მე დამარწმუნა მთავრობამ,
რომ 60 დღემდე არჩვენების დანიშვნა ფინანსურად დამანგრეველი არ
იქნებოდა. აღმოჩნდა, რომ ეს არ არის. შესაბამისად, მაისში მე გამოვცემ
ერთ წინადადებიან განკარგულებას არჩვენებთან დაკავშირებით“,- აღნიშნა
პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები