გაერო-ს გენერალური მდივანის საქართველოში ჩამოსვლას
გაერო-ში საქართველოს ელჩი კახა იმნაძე ადასტურებს.
მისი თქმით, ვიზიტის ზუსტი თარიღი დაკონკრეტებული ჯერ არ არის, თუმცა
ცნობილია, რომ საქართველოში 25 აპრილამდე ჩამოვა.
დღეს, სომხურმა მედიამ სომხეთში გაერო-ს ოფისზე დაყრდნობით გაავრცელა
ინფორმაცია, რომ ბან გი მუნი ერევანში 25 აპრილს ჩავა. იგი რეგიონული
ტურნეს ფარგლებში, საქართველოსა და სომხეთის გარდა, აზერბაიჯანსაც
ეწვევა.
მასალის გამოყენების პირობები