ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების შესახებ
მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი იმედოვნებს,
რომ საქართველო, უკრაინა და კოსოვო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას
2016 წელს შეძლებენ. ამის შესახებ მან "რადიო თავისუფლებასთან"
ინტევრიუში განაცხადა. ევროკომისარი მიიჩნევს, რომ ამ ქვეყნებმა
საკუთარი სამუშაო შეასრულეს. იოჰანეს ჰანმა აღნიშნა, რომ თბილისმა და
კიევმა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით
დადებითი რეკომენდაციები მიიღეს.
“ვფიქრობ, რომ უნდა იყოს ერთობლივი გადაწყვეტილება სულ მცირე სამ
ქვეყანასთან დაკავშირებით, შესაძლოა, თურქეთისთვისაც კი”, - განაცხადა
იოჰანეს ჰანმა.
საქართველოსთვის, უკრაინისთვის და კოსოვოსთვის სავიზო რეჟიმის
გაუქმებას მხარი უნდა დაუჭირონ ევროკავშირის საბჭომ და
ევროპარლამენტმა.
მასალის გამოყენების პირობები