ქართულ-ამერიკული სწავლებისთვის საჭირო ტექნიკა უკვე საქართველოშია
ქართულ-ამერიკულ სწავლება „Noble Partner 2016-ში“ მონაწილეობის
მისაღებად გამოგზავნილი ამერიკული მძიმე ტექნიკა
ფოთის პორტში უკვე ჩამოიტვირთა და ეშელონებით ვაზიანის მიმართულებით
დაიძრა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის არმიის
ეროვნული გვარდიის ტანკები და ქვეითი საბრძოლო მანქანები ბულგარეთში,
ვარნას პორტში ბორანზე დაიტვირთა და შავი ზღვით საქართველოსკენ 2
მაისს წამოვიდა.
ქართულ-ამერიკული სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში მეორედ
ტარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF)
მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად. სწავლების
სცენარი კი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარება.
ქართულ-ამერიკული სწავლება ოფიციალურად 11 მაისს დაიწყება და 26
მაისამდე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები