საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო
რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პროგრამების ვიცე-პრეზიდენტს ტომ
გარეტს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს მომავალი
საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების, დემოკრატიული რეფორმების
მიმდინარეობის და საქართველოში მრავალპარტიული და კონკურენტული
პოლიტიკური სისტემის მშენებლობის საკითხი.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი
გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩევლები: თენგიზ ფხალაძე, კახა
კოჟორიძე და ფიქრია ჩიხრაძე.
მასალის გამოყენების პირობები