უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ეკა ზღულაძე
თანამდებობას ტოვებს.
სააგენტო “უნიანის” ცნობით, ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა
არსენ ავაკოვმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა.
“ეკა პირველი მოადგილის თანამდებობას ტოვებს. მინისტრთა კაბინეტმა
გადაწყვეტილება მისი თხოვნით მიიღო. იგი გააკეთებს განცხადებას, არ
არის საჭირო ჭორები”, - წერს ავაკოვი.
ამავე დროს, ავაკოვის თქმით, ეკა ზღულაძემ მიიღო მისი შეთავაზება და
იგი მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმების
საკითხებში, მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელად გააგრძელებს.
ზღულაძე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ 2014
წლის დეკემბერში დაინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები