„თავისუფალი დემოკრატები“ ე.წ კაბელების საქმესთან დაკავშირებით
მასშტაბურ აქციას აანონსებენ.
ირაკლი ალასანიას განცხადებით, მთავარ პროკურატურასთან შაბათს
გამაფრთხილებელი აქცია გაიმართება. ლიდერის თქმით, პარტია
საგანგებო მოქმედების რეჟიმზე გადადის.
"ჩვენ არ მივატოვებთ უდანაშაულო ადამიანებს , მათ ოჯახებს. ვპირდები
საზოგადოებას, რომ ყველა ღონეს ვიხმართ ამ ადამიანების ციხიდან
დასახსნელად",-განაცხდა მან.
დღეს ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს 7-7-წლიანი
პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ბესიკ ბუნიათიშვილმა
დახურულ კარს მიღმა გამოაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები