ვენეციის კომისიამ საქართველოს პრეზიდენტის მიერ გადაგზავნილი
კანონპროექტის შესწავლა დაიწყო.
აღნიშნული შინაარსის წერილი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ "
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით
მიიღო.
„ვეცდებით, მოვამზადოთ ჩვენი საჯარო, წინასწარი მოსაზრება
"საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანულ კანონთან და
"საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონთან დაკავშირებით
ყველაზე მჭიდრო ვადაში - 10 დღეში", - აღნიშნულია წერილში.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამასთან, ვენეციის კომისიაში კანონპროექტი საქართველოს
პარლამენტიდანაც გაიგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები