თბილისში, მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე საპროტესტო აქციას
"ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც შეუერთდნენ.
უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ
პარტია სოლიდარობას უცხადებს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს,
რომლებიც მისი თქმით, პოლიტიკური მოტივით დააკავეს.
"მოვედით რომ სოლიდარობა გამოვხატოთ იმ ხუთი ადამიანის მიმართ,
მოვედით იმისთვის, რომ ხაზი გავუსვათ და ვთქვათ, რომ დიახაც,
ქვეყანაში მიმდინარეობს პოლიტიკური ნიშნით დევნა".
მასალის გამოყენების პირობები