ეკა ბესელია- კორცხელის ინციდენტი ენმ-ის პროვოკაციის შედეგია
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
თავჯდომარის ეკა ბესელიას თქმით,
ძალადობა “ქართული ოცნების” ხელწერა არ არის. "სპორტსმენები არიან
ჩვენი პარტიის მხარდამჭერები და წევრები. პარტიის მხარდამჭერი რატომ
არის საარჩევნო უბანზე – ასეთი კითხვა არ მგონია რელევანტური იყოს. იქ
მხოლოდ სპორტსმენები არ იყვნენ,” – ეს განცხადება საპარლამენტო
უმრავლესობის წევრმა 22 მაისს კორცხელში მომხდარი ინციდენტის
კომენტირებისას გააკეთა.
"უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. ჩვენი ამოცანა არჩევნების
მშვიდობიანად ჩატარებაა, “ქართულ ოცნებას” არ სჭირდება იმ ტიპის
არჩევნების სცენარი, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" აკეთებდა",
-აცხადებს იგი.
დეპუტატის განმარტებით, პასუხისმგებლობა გადანაწილდება ყველა იმ
ადამიანზე, ვინც ინციდენტის წამქეზებელი, დამწყები და მონაწილე იყო.
მასალის გამოყენების პირობები