უახლოეს საათებში უკრაინელ მფრინავს ნადეჟდა სავჩენკოს უკრაინულ
მხარეს გადასცემენ.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო „ინტერფაქსი“ საკუთარ
წყაროებზე დაყრდნობით წერს.
წყაროს ცნობითვე,სავჩენკოს გადაცემის სანაცვლოდ, უკრაინული მხარე
მოსკოვს რუს სამხედროებს: ევგენი ეროფეევსა და ალექსანდრ ალექსანდროვს
გადასცემს, რომლებიც უკრაინაში იხდიან სასჯელს.
„უახლოეს პერიოდში პრეზიდენტის თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ევგენი
ეროფეევი და ალექსანდრ ალექსანდროვი იმყოფებიან, კიევიდან როსტოვში
ჩავა, სადაც უკვე იმყოფება უკრაინელი ნადეჟდა სავჩენკო“, - აცხადებს
წყარო.
მისი ცნობით, პატიმრების გაცვლა როსტოვის აეროპორტში მოხდება.
უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო დონის როსტოვში უკვე გაფრინდა.
მასალის გამოყენების პირობები