"ენმ"-ის წევრები კორცხელის ინციდენტის დამკვეთის დასჯას ითხოვენ
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კორცხელის ინციდენტის დროულ
გამოძიებას და დამკვეთის დასჯას ითხოვენ.
პარტიის წარმომადგენელმა ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ გამოძიება
სრულყოფილი ვერ იქნება, სანამ დამკვეთი არ გამოვლინდება.
„ჩვენ საზოგადოებას უკვე მივაწოდეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ
მოძალადეთა ეს ჯგუფი, რომელმაც წინასწარ დაგეგმა "ენმ"-ს ლიდერებზე
თავდასხმა კორცხელში, წინასწარ მომზადებულები არიან. ამიტომ გამოძიება
ვერასდროს იქნება სრულყოფილი, სანამ არ დაკითხავენ ვიცე-პრემიერ
კალაძეს და ვისი დაკვეთით მოქმედებენ მათ”, - აცხადებს იგი.
შერჩევით სამართალზე ამახვილებს ყურადღებას უმცირესობის ლიდერი თენგიზ
გუნავა და აღნიშნავს, რომ მაშინ, როცა 3 ახალგაზრდა ბიჭი დეპუტატის
პიჯაკის დაზიანების მცდელობის გამო 3 თვიან წინასწარ პატიმრობაში
იმყოფებოდა, დღეს აბსოლუტურად სხვა სტანდარტებს ვხედავთ.
მასალის გამოყენების პირობები