ვარშავაში დაგეგმილი ნატოს სამიტისთვის მზადების პერიოდში საქართველოს
თავდაცვის მინისტრი ავღანეთში ჩავიდა და ყველა ის
ბაზა მოინახულა, სადაც ქართველი ჯარისკაცები ნატოს ეგიდით
საერთაშორისო მისიაში მონაწილეობენ.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თინათინ ხიდაშელმა მინისტრის მოადგილე
ბესიკ ლოლაძესთან, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ნიკოლოზ
აგლაძესთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელ
კობა კობალაძესთან ერთად ბაგრამის საავიაციო ბაზა დაათვალიერა.
"შეხვედრები ასევე დაგეგმილი გვაქვს გენერლებთან იმისათვის, რომ
RSM--ის მისიის შესახებ ვიმსჯელოთ. საქართველო ამ მისიის ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი მხარდამჭერი და მონაწილეა. ნებისმიერი
გადაწყვეტილება ჩვენი თანამონაწილეობით მიიღება. ვარშავის სამიტის
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა, სწორედ, RSM--ის მისიაა და სამიტამდე
მნიშვნელოვანი იყო, რომ ადგილზე, აქაურ გენერლებთან საუბრით
შეგვეჯერებინა პოზიციები," - აღნიშნა ხიდაშელმა.
მასალის გამოყენების პირობები