პოლიტიკურმა პარტიებმა მაისში შემოწირულების სახით ჯამში 1 957 899
ლარი მიიღეს.
პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურში
აცხადებენ,რომ აქედან ყველაზე მეტი შემოწირულება - 1 370 745 ლარი
მმართველმა პარტია მიიღო.
შემოწირულების კუთხით მეორე ადგილზეა პაატა ბურჭულაძის მოძრაობა
”სახელმწიფო ხალხისთვის”, რომელმაც გასულ თვეს 266 407 ლარი მიიღო,
მესამეზე კი - 113 064 ლარით ”საქართველოს პატრიოტთა
ალიანსი”.
სხვა პარტიების მაჩვენებელი ასე გამოიყურება: ”გირჩი” – 81 295 ლარი,
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 54 049 ლარი, ”თავისუფალი
დემოკრატები” – 28 000, ”გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის” – 26
732 ლარი, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ”ჩვენი სამშობლო” – 11
000 ლარი, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ”საქართველოს
მშვიდობისთვის” – 2 360 ლარი, ”თავისუფალი საქართველო” – 2 065 ლარი,
”რესპუბლიკური პარტია” – 1 060 ლარი, ”მემარცხენე ალიანსი” – 1 000
ლარი და ”კონსერვატიული პარტია” – 120 ლარი.
მასალის გამოყენების პირობები