ქართველმა მებრძოლებმა დებალცევოში სპეცოპერაცია "გიგა" ჩაატარეს
ქართულმა ლეგიონმა 12 ივნისს, დებალცევოს მიდამოებში სპეცოპერაცია
სახელწოდებით: ,,გიგა” განახორციელა.
"მონაწილეობას ლეგიონთან ერთად, 25 მოტოქვეითი ბატალიონის მე-3
ასეული, არტილერია და 2 ქართველი ლეგიონერი იღებდა. ერთი მსუბუქად
დაიჭრა ხოლო მეორე ჰოსპიტალიზირებულია კიევში.
ოპერაცია 19 მაისს დაიგეგმა, ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ
საზღვართან, გიგა ოთხოზორიას ცინიკური მკვლელობიდან მეორე დღეს,!" -
წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის
მეთაური მამუკა მამულაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები