„ევროპის სახალხო პარტია“ საქართველოს მთავრობას მოუწოდებს,
შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო
არჩევნებამდე „ყველა პოლიტპატიმარი, მათ შორის ვანო მერაბიშვილი
გაათავისუფლოს“.
ამის შესახებ „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტი ჯოზეფ დოული
„ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგში წერს.
„ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს თანახმად, საქართველოს
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, წინასწარი პატიმრობის პროლონგაცია უკანონო
იყო. დემოკრატიაში პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლოს ადგილი არ
უნდა ჰქონდეს“, - წერს ჯოზეფ დოული.
მასალის გამოყენების პირობები