აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტი თბილისში 6 ივლისს დაიწყება.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე
ავრცელებს.
"ამდაგვარი ვიზიტი მოიცავს ძალიან ფართო წრეს საკითხებისა, რომელიც
შეეხება თანამშრომლობას, როგორც თავდაცვის და უსაფრთხოების კუთხით
პოლიტიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას, ასევე ეკონომიკური
მიმართულებითაც ნაბიჯების გადადგმას".
თბილისში ყოფნის დროს სახელმწიფო მდივანი პრემიერ-მინისტრთან ერთად
უხელმძღვანელებს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის
ქარტიის პლენარულ სხდომას.
მასალის გამოყენების პირობები