თურქეთი ჩატაევის ადგილსამყოფელის დასადგენად დახმარებას აშშ-ს სთხოვს
აჰმედ ჩატაევის ადგილსამყოფელის დასადგენად თურქეთის ხელისუფლება
დახმარებას ოფიციალურ ვაშინგტონს სთხოვს.
ამის შესახებ ინფორმაციას" Wall Street Journal"-ი ამერიკელ ოფიციალურ
პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შეერთებული შტატებისა და თურქეთის სადაზვერვო
სამსახურების პირველადი კვალი მიუთითებს, რომ სტამბოლის აეროპორტში
მომხდარი აფეთქებების სერიის უკან სწორედ "ისლამური სახელმწიფოს"
ჩეჩენი მებრძოლი, აჰმედ ჩატაევი დგას.
გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის ხელისუფლება
მომხდართან მის კავშირს ოფიციალურად ამ დრომდე არ ადასტურებს,
შეერთებული შტატების სპეცსამსახურში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სხვა
მოსაზრება არ არსებობს.
მიმდინარე წლის 28 ივნისს, ათათურქის სახელობის საერთაშორისო
აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 41-მდე
გაიზარდა. ამის შესახებ თურქეთის მთავრობა იტყობინება. გუბერნატორის
ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაშავდა 239 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები