იოჰანეს ჰანი -ვიზალიბერალიზაციის პროცესი ოქტომბერში დასრულდება
ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში
ევროკომისარი,
იოჰანეს ჰანი იმედოვნებს, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი
ამა წლის ოქტომბერში აუცილებლად დასრულდება. ამის შესახებ მან
ბათუმში მიმდინარე მე-13 საერთაშორისო კონფერენციაზე “საქართველოს
ევროპული გზა-სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება” გააკეთა
განცხადება.
”საქართველომ შეასრულა ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ვიზალიბერალიზაციის
მისაღებად იყო საჭირო. ეს მოხდა იმ წარმატებული რეფორმების ხარჯზე,
რომელიც საქართველოს მთავრობამ გაატარა. მე მოუთმენლად ველოდები იმ
დღეს, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში გამგზავრებას
უვიზოდ შეძლებენ. ვიმედოვნებ, რომ ეს პროცესი ამ წლის ოქტომბერში
აუცილებლად დასრულდება”.
მასალის გამოყენების პირობები