ადვოკატი- სააკაშვილზე ძებნა ინტერპოლის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ოთარ კახიძის ცნობით,
არსებობს დადასტურებული ინფორმაცია,
რომ ინტერპოლმა გააგზავნა შეტყობინება წევრი სახელმწიფოების შესაბამის
უწყებებში, რომ მიხეილ სააკაშვილის ძებნა ეწინააღმდეგება ინტერპოლის
კონსტიტუციასა და ნორმებს.
ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის
გამოცხადება ინტერპოლის კონსტიტუციის მესამე მუხლის მიხედვით
გასაჩივრდა, რომლითაც პოლიტიკური დევნა დაუშვებელია.
ასევე, ინტერპოლმა წითელი ცირკულარით ძებნილთა სიიდან ყოფილი
თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი ამოიღო. მისი ადვოკატის, შოთა
მინდელის თქმით, ინტერპოლმა დაადასტურა, რომ დავით კეზერაშვილი
პოლიტიკური მოტივების გამო იძებნებოდა.
"ინტერპოლმა მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე ოფიციალურად უარი განაცხადა!
დადასტურებული ინფორმაციით, ინტერპოლმა გააგზავნა შეტყობინება წევრი
სახელმწიფოების შესაბამის უწყებებში, რომ მიხეილ სააკაშვილის ძებნა
ეწინააღმდეგება ინტერპოლის კონსტიტუციასა და ნორმებს. განადგურებას
ექვემდებარება ყველა ფაილი, რომელიც ივანიშვილის პროკურატურამ გაუშვა
ინტერპოლში. ყველას, ვისაც ეს ამბავი გაეხარდა, ვულოცავ ამ
გამარჯვებას! მთავარი გამარჯვებები კი წინ არის," - წერს კახიძე.
მასალის გამოყენების პირობები