გაერთიანებული ოპოზიციის სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატი ბეჟან გუნავა სამართალდამცველებმა დააკავეს.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც იგი სამგორის მოსახლეობის ნაწილთან
ერთად ეკონომიკის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას მართავდა.
ამ დროისთვის აქცია ეკონომიკის სამინისტროსთან აღარ მიმდინარეობს.
პარტიის ლიდერები მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ პოლიციასთან
იკრიბებიან, სადაც გუნავაა გადაყვანილი.
შს სამინისტროს განცხადებით, ბეჟან გუნავა სამართალდამცველებმა
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს,
რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები