შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ე.წ. მეილების
სკანდალთან დაკავშირებით ჰილარი კლინტონის დაკითხვის მასალები
გამოაქვეყნა. 58 გვერდიანი დოკუმენტის თანახმად, პრეზიდენტობის
დემოკრატმა კანდიდატმა აღიარა, რომ პირადი ელექტრონული ფოსტის
გამოყენებისთვის ნებართვა არ უთხოვია.
უწყებამ ჰილარი კლინტონი ივლისში დაკითხა. პარალელურად, სააგენტო
REUTER-მა ახალი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა,
რომლის მიხედვითაც საარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპმა
ჰილარი კლინტონს პოპულარობით პირველად აჯობა.
გამოკითხულთა 40% მხარს პრეზიდენტობის "რესპუბლიკელ" კანდიდატს უჭერს,
39% კი ხმას "დემოკრატ" კანდიდატს აძლევს.
მასალის გამოყენების პირობები