„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში იმყოფება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
ყოფილი მაჟორიტარობის კანდიდატი სანდრა რულოვსი.
კითხვაზე, შევა თუ არა პარლამენტში, მან ტელეკომპანია „იმედს“
განუცხადა,რომ კონსულტაციები მიმდინარეობს. პარტიის წევრმა
ირმა ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნის და
ამომრჩევლის წინაშე მათი ვალია, შევიდნენ პარლამენტში და „ყველა
დემოკრატიული მეთოდით იბრძოლონ ბიძინა
ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ“.
სანდრა რულოვსმა კანდიდატურა 23 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების
მეორე ტურის წინ მოხსნა.
მასალის გამოყენების პირობები