მიხეილ სააკაშვილმა ახალი პოლიტიკური
პარტია დააფუნძა და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. ამის შესახებ
განცხადება დღეს ოდესის
ყოფილმა გუბერნატორმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მის გუნდში არ იქნება არც ერთ ის დეპუტატი, რომელიც ერთ ვადაზე
მეტხანს იყო უკრაინის უმაღლესი რადას წევრი. ასევე, მისი გუნდის
საარჩევნო სიაში არ იქნება არც ერთი ბიზნესმენი.
"ჩვენ მხარს დავუჭერთ ბიზნესს, მაგრამ ჩვენ არ შევიყვანთ ბიზნესმენებს
რადაში."
მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ დატოვა ოდესის ოლქის
გუბერნატორის პოსტი.
მასალის გამოყენების პირობები