მე-9 მოწვევის პარლამენტი საკანონმდებლო ორგანოში 18
ნოემბერს, 12:00 საათზე შეიკრიბება. თარიღი გიორგი
მარგველაშვილმა დანიშნა.
მან შესაბამის აქტს ხელი უკვე მოაწერა. პირველ სხდომას საქართველოს
პრეზიდენტი გახსნის, შემდეგ კი მას უხუცესი წევრი გაუძღვება.
პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის
უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარლამენტის წევრები ქვეყნისადმი
ერთგულების ფიცს დადებენ.
18 ნოემბერს ფარული კენჭისყრით აირჩევენ საქართველოს პარლამენტის ახალ
თავმჯდომარეს. სავარაუდოდ, ხვალვე მოხდება კომიტეტებისა და ფრაქციების
ფორმირება.
პირველ სხდომაზე ცესკო-ს თავმჯდომარის დასწრება სავალდებულოა. ასევე,
სავარაუდოდ, მოწვეულნი იქნებიან კათალიკოს-პატრიარქი ილია II,
საზოგადოების, სასამართლოსა და რელიგიური კონფესიების
წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები