პარლამენტში, ფრაქცია ”
ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის” სამუშაო ოთახში,
ნიკა მელია, სერგო
რატიანი, აკაკი ბობოხიძე ერთმანეთს
სიტყვიერად
დაუპირისპირდნენ.
ნიკა მელიამ თანაფრაქციელები ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში
დაადანაშაულა. ამასთან, განაცხადა, რომ ისინი ბავშვივით უჯერებენ გიგა
ბოკერიას.
ფრაქციის წევრებმა ერთმანეთს პარტიის დაშლაში დასდეს ბრალი. ბობოხიძემ
ნიკა მელიას მიმართა, რომ მას ერთი აგური არ დაუდია პარტიის
მშენებლობის საქმეში.
სიტყვიერი შელაპარაკება რამდენიმე წუთი გაგრძელდა.
დღეს ჩანიშნული სხდომა, სადაც ფრაქციის თავმჯდომარის, ნიკა მელიას
გადაყენების საკითხზე უნდა ემსჯელათ, გადაიდო.
მასალის გამოყენების პირობები