უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ვებ-გვერზე, ელექტრონული
პეტიციების განყოფილებაში შემოვიდა წინადადება, ოდესის ოლქის ყოფილი
გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში უკრაინის ელჩად
დანიშვნის შესახებ.
2017 წლის 19 იანვარს განთავსებული პეტიციის ავტორი უკრაინელი
აქტივისტი ოლეგ ერმოხინია.
"საქართველოს რეფორმირებაში მიხეილ სააკაშვილის დიდი გამოცდილების და
ასევე, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ამჟამად, ის უკრაინის
მოქალაქეა, გთავაზობთ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უკრაინის ელჩის
თანამდებობაზე დაინიშნოს", - ნათქვამია ტექსტში.
ოთხი დღის განამავლობაში პეტიციას 115 ადამიანმა მოაწერა
ხელი.იმისათვის, რომ უკრაინის ხელისფულებამ პეტიცია განიხილოს, მას
სამი თვის განმავლობაში 25 ათასმა ადამიანმა უნდა მოაწეროს ხელი.
2015 წლის 1 სექტემბერს პრეზიდენტის საიტზე განათავსეს მოთხოვნა
მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ.
აღნიშნული პეტიცია უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობდა და სამი თვის
განმავლობაში მან 31 ათას 505 ხელმომწერი მოაგროვა.
მასალის გამოყენების პირობები