თიბილოვს ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის “ისტორიული სახელწოდების“ დაბრუნება სურს
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა
სამხრეთ ოსეთისთვის სახელის
გადასარქმევად პლებისციტი დანიშნა. "ოსინფორმის" ცნობით, პლებისციტი
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დღეს - 2017 წლის 9 აპრილს
გაიმართება.
თიბილოვს სურს სამხრეთ ოსეთს "ისტორიული სახელწოდება - ალანია
დაუბრუნოს". ამის შესახებ, მან ჯერ კიდევ 2015 წელს
განცხადა. მის მიერ გაცემულ ბრძანების მიხედვით, მოსახლეობამ
შემდეგ კითხვებს უნდა უპასუხოს: "თანახმა ხართ, თუ არა კონსტიტუციის
პირველი თავის პირველ მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით: სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიის სახელმწიფო -
სუვერენული, დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც შეიქმნა
რესპუბლიკის მოსახლეობის თვითგამორკვევის საფუძველზე. სახელწოდება -
სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა და ალანიის სახელმწიფო ერთი და
იგივეა".
ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, "ქვეყანა" უნდა ატარებდეს მათ სახელს,
ვინც ის შექმნა. მისი თქმით, "უნდა აღორძინდეს ალანიის ძველი
სახელწოდება".
მასალის გამოყენების პირობები