უკრაინის ეკონომიკის მინისტრი ხელისუფლებაში კორუფციის გამო გადადგა
უკრაინის ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრმა აივარას აბრომავიჩუსმა
გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.
მან განმარტა, რომ "სისტემური და მნიშვნელოვანი რეფორმების
გატარებისას" პოლიტიკურ დონეზე მძაფრ წინააღმდეგობას წააწყდა, რამაც
ამ ნაბიჯის გადადგმა აიძულა. მინისტრმა აღნიშნა, რომ თავისი
გადაწყვეტილება არც პრეზიდენტთან, არც პრემიერ-მინისტრთან არ
შეუთანხმებია და პარლამენტს ამ სკითხის დღის წესრიგში შეტანისკენ
მოუწოდა.
ლიტველი აივარას აბრომავიჩუსი ერთ-ერთია იმ უცხოელ სპეციალისტებს
შორის, რომელიც პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ უკრაინაში მიიწვია.
მინისტრის თანამდებობაზე ერთ წელზე მეტ ხანს მუშაობის შემდეგ მან
განაცხადა, რომ ამიერიდან არ სურს "დაუფარავი კორუფციის შირმა და
მარიონეტი იყოს მათთვის, ვისაც ძველი ხელისუფლების სტილში სახელმწიფო
ფულზე კონტროლის დაწესება სურს ".
მასალის გამოყენების პირობები