ალექსი პეტრიაშვილმა თავდასხმის დეტალები აღიდგინა - 4 საათიანი დაკითხვა დასრულდა
რესპუბლიკურ საავადმყოფოში "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი
ლიდერის ალექსი პეტრიაშვილის დაკითხვა
თითქმის, 4 საათს გაგრძელდა.
ადვოკატ ლევან სამუშაიმ განმარტებით, "პეტრიაშვილმა თავდასხმის
დეტალები აღიდგინა და გამომძიებელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა".
"ალქექსი პეტრიაშივილის თქმით, თავდამსხმელებს ჰქონდა ჩაქუჩი და ე.წ.
"ბეისბოლის ბიტები", რომლითაც ისინი თავის არეში, წელზე და ტანზე
ურტყამდნენ, ასევე მუცლის არეში აქვს შემავალი ჭრილობა. თავდამსხმელს
სავარაუდოდ, ჰქონდა მაყუჩიანი იარაღი, რადგან გასროლის ხმა დაბალი
იყო. ახლა ჯერი გამოძიებაზეა. ალექსი პეტრიაშვილისთვის უცნობია იმ
პირების ვინაობა, რომლებიც თავს დაესხნენ. უმოწყალოდ სცემეს, შეიძლება
ითქვას, რომ მჭიდი დააცალეს, მერე ჩაქუჩით ურტყეს თავში და გონს რომ
კარგავდა მაშინ იკივლა ქალმა", - განაცხადა სამუშაიამ.
გამომძიებლებმა კი რესპუბლიკური საავადმყოფო უკომენტაროდ დატოვეს.
მასალის გამოყენების პირობები