ხმაური და დაპირისპირება გაერთიანებულ ოპოზიციას, სამართალდამცავებსა და დაპუტატებს შორის (ვიდეო)
20:49 / 15.05.2019
ზუგდიდში, საკრებულოს შენობის მიმდებარედ და შენობის შიგნით დღეს სიტუაცია არაერთხელ დაიძაბა. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებს, საკრებულოს დეპუტატებსა და სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელს შორის
დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.
ხმაური საკრებულოს შენობასთან მას შემდეგ დაიწყო, რაც მედიის ნაწილი ფრაქცია ენმ-ის წევრებთან ერთად შენობაში შეუშვეს, ჟურნალისტების ნაწილი კი შესვლას გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ ახერხებდა. მოგვიანებით, შენობაში პარლამენტის წევრები ნიკა მელია და თინათინ ბოკუჩავა შევიდნენ. საბოლოოდ, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში შესვლა მედიამ მოახერხა, ნიკა მელიამ კი კანცელარიაში დაარეგისტრირა განცხადება საკრებულოს წევრის გია დანელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებისთვის საგანგებო სხდომის დანიშვნის მოთხოვნით.
კანცელარიში ნიკა მელიამ სამხარეო პოლიციის უფროსს მიმართა და ჰკითხა, რას აკეთებდა აღნიშნულ ოთახში, რაზეც ნიკოლოზ დიასამიძემ უპასუხა, რომ ადგილზე იყო, რათა მელიას არ ეძალადა.
დაპირისპირება გარეთაც გაგრძელდა. თუმცა, სიტუაცია მას შემდეგ განიმუხტა, რაც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა ტერიტორია დატოვეს.
გაერთიანებული ოპოზიციის მტკიცებით, სიტუაციას განგებ ძაბავს ხელისუფლება, თავის მხრივ კი, საკრებულოს დეპუტატები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციას პროვოკაციებში ადანაშაულებს.
ოპოზიციის თქმით, მათ მხოლოდ ის უნდოდათ, რომ შენობაში მედია შეეშვათ. ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით კი, შენობაში შესვლა მხოლოდ იმიტომ შეფერხდა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოსთან ბევრი ხალხი იყო.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია, იმ კონკრეტული წერილების შესახებ, რომლებიც წარმოაჩენს თუ რამდენი ძალა, ენერგია და შრომა დასჭირდა აკაკი ჭანტურიას სასახლეებში დაცული ექსპონატებისთვის ერთად მოეყარა თავი.
ზუგდიდში, 9 აპრილის მემორიალთან პოლიციელებმა ძალის გამოყენებით დაშალეს იქ მშვიდობიანად მდგომი მოქალაქეები, რა დროსაც, ერთ- ერთი მათგანი წააქციეს და მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ამის შესახებ არჩილ თოდუა წერს, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა.
ცოტა ხნის წინ, ზუგდიდში, 9 აპრილის მემორიალთან მყოფ მოქალაქეებთან პოლიცია მივიდა და იქ შეკრებილების დაშლა დაიწყო, იმ მიზეზით, რომ სასულიერო პირებს დაღუპულთა სულის მოსახსენიებლი პარაკლისი უნდა გადაეხადათ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები