აქტუალური თემები
m²-ს ჯერ არ გადაუწყვიტავს, მიიღებს თუ არა აუქციონში მონაწილეობას სკეიტ პარკში მიწის ნაწილის შესაძენად
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდის მერია აუქციონზე გასაყიდად გაიტანს ყინულის სახლის ტერიტორიას, რადიო „ათინათი“ -ის პოზიციით დაინტერესდა. სწორედ ამ კომპანიამ გამოთქვა გასულ წელს სურვილი, აღნიშნულ ადგილას საერთაშორისო სტანდარტების სასტუმრო აეშენებინა. -ში გვითხრეს, რომ ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას აუქციონში, რომელსაც მერია გამოაცხადებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათთვის აუქციონის პირობების შესახებ მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი.

„ჩვენთვის დღეს გახდა ცნობილი აუქცუონის ფასი, შესაბამისად, მოცემულობა გადავუგზავნეთ ფინანსურ სამსახურს, რომელიც გააკეთებს შესაბამის ფინანსურ ანალიზს. მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტს კომპანია, მიიღოს თუ არა მონაწილეობა აუქციონში. ამ პირობების შესახებ დღეს შევიტყვეთ.ჩვენი შეთავაზებები და სურვილები საზოგადოებისთვის და ადგილობრივი ხელისუფლებისთვის იყო ცნობილი, არაერთი შეხვედრა გავმართეთ და გავავრცელეთ ინფორმაცია“, - აღნიშნეს კომპანიის წარმომადგენლებმა.

უცნობია, როდის გაიტანს მერია აუქციონზე ტერიტორიას, რომლის საწყისი ფასი 7 მილიონ 233 ათას ლარზე მეტია. ამ ეტაპზე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ამ დრომდე აღნიშნულ ადგილას სასტუმროს გაშენება კომპანია m2-ს სურდა, რომელიც პროექტის შედეგად 25 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას, ყინულის სახლის საკუთარი ხარჯებით გადატანას, გაფართოებასა და პროფესიული კოლეჯის აღდგენას გეგმავდა. ახალი საინვესტიციო პირობებით ინვესტორმა ტერიტორია 7 მილიონ ლარზე მეტად და 8 მილიონი დოლარის ინვესტიციით უნდა შეიძინოს, ყინულის სახლს მერია საკუთარი ხარჯებით თავად გადაიტანს ბენდელიანის ქუჩაზე, ყოფილი „კომკავშირის პარკის“ ტერიტორიაზე.

ტერიტორიის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანის გადაწყვეტილება საკრებულოს უმრავლესობამ ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე დღეს, 7 ივნისს მიიღო.

ამავე თემაზე:


ყინულის სახლის ტერიტორიის გაყიდვა - ზუგდიდის განვითარების შესაძლებლობა თუ საზოგადოების აზრის უგულებელყოფა (ვიდეო)




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.