დღეს საფრანგეთში ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება.
გახსნით შეხვედრაში, საფრანგეთის ცენტრალურ სტადიონზე, ”სტად დე
ფრანსზე” ერთმანეთს მასპინძელი საფრანგეთის ნაკრები და რუმინეთი
დაუპირისპირდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე
დაიწყება.
ევროპის ჩემპიონატზე შემდეგი გუნდები იასპარეზებენ:
A ჯგუფი - საფრანგეთი, შვეიცარია, ალბანეთი, რუმინეთი;
B ჯგუფი - რუსეთი, სლოვაკეთი, ინგლისი, უელსი;
C ჯგუფი - პოლონეთი, გერმანია, ჩრდილოეთ ირლანდია, უკრაინა;
D ჯგუფი - ჩეხეთი, თურქეთი, ხორვატია, ესპანეთი;
E ჯგუფი - შვედეთი, იტალია, ბელგია, ირლანდია;
F ჯგუფი - ავსტრია, პორტუგალია, ისლანდია, უნგრეთი.
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დროს საფრანგეთი უსაფრთხოების
უპრეცედენტო ზომებს მიიღებს. ამის შესახებ საფრანგეთის სპორტისა და
ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა პატრიკ კანერმა რადიოსადგურ RTL-თან
საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, ”ევრო-216”-ის დროს უსაფრთხოების ზომებს 77 ათასი
სამართალდამცველი და კერძო დაცვის სამსახურების 13 ათასი თანამშრომელი
უზრუნველყოფენ.
პატრიკ კანერის თქმით, საფრანგეთში ტერორისტული საფრთხე არსებობს,
თუმცა ”ევრო-2016”-ის დროს რაიმე კონკრეტულ საშიშროებაზე საუბარი არ
არის.
ევროპის საფეხუბრთო ჩემპიონატი საფრანგეთში 10 ივნისს დაიწყება და 10
ივლისამდე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები