03 / აპრილი 2024
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2024 წლის მარტში, ქვეყნის მასშტაბით უაქციზო სიგარეტის შენახვა - გადაზიდვა - რეალიზაციის 20 ფაქტი გამოავლინეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 28 პირი, მათგან 11 დაკავებულია.