"ანაკლიის პორტი კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს ტრანსსასაზღვრო სატრანსპორტო შესაძლებლობებს, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს
ქვეყნისთვის", - ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა.
მისივე თქმით, პროექტი შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილია და შეუძლია, კიდევ უფრო გააღრმავოს სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობა ევრაზიის რეგიონში.
"ჩვენ გვჯერა, რომ ანაკლიის პორტი გახდება ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის სიმბოლური მნიშვნელობის პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს სტატუსს ევრაზიის კავშირსა და ვაჭრობაში და გაზრდის საქართველოს მიმზიდველობას საერთაშორისო ინვესტიციებისთვის", - განმარტა მან.
ინფორმაციისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის
განცხადებით, შერჩეული ჩინური კონსორციუმი ამერიკის მთავრობამ სამხედრო, სადაზვერვო-კვლევით საქმიანობაში, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის წარმოების განვითარებაში ამხილა. მათი განმარტებით, კონსორციუმს აქვს თაღლითობასა და კორუფციაში მონაწილეობის ისტორიაც.
ანაკლიის პორტის სახელმწიფო თანამონაწილეობით აშენების გადაწყვეტილება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის დეკემბერში
მიიღო.
პროექტის პარტნიორის
შერჩევის ეტაპი შვეიცარიულ-ლუქსემბურგულმა და ჩინურ-სინგაპურულმა კომპანიებმა წარმატებით გაიარეს.
თავდაპირველად, პორტი ანაკლიის განვითარების კონსორციუმს უნდა
აეშენებინა, პირველი გემები კი 2020 წლის ბოლოს უნდა მიეღო, თუმცა, სახელმწიფომ მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.
2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურისთვის
50 მლნ ლარია გამოყოფილი.
ამავე თემაზე:
მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის განვითარება, მალე დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები - პრემიერი
ანაკლიის პორტის ხარისხიანი განვითარებისთვის ბევრი პარტნიორისგან შემდგარი კონსორციუმი ითანამშრომლებს სახელმწიფოსთან - მინისტრი
ანაკლიის პორტის გადაქცევა უნდათ ნოვოროსიისკის პორტის დამატებად - პეტრე ცისკარიშვილი
ფოთისა და ანაკლიის პორტის პროექტები განხორციელდება ისე, რომ სახელმწიფო ინტერესები იყოს დაცული - მინისტრი
ანაკლიაში ჩინელების ამ დოზით შემოყვანა დანის ჩარტყმაა ამერიკელ, ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობებში - პრეზიდენტი
მასალის გამოყენების პირობები