ახალი ამბები
პორტის პროექტირებისთვის ადგილზე სხვადასხვა სამუშაო დაიწყო - ანაკლიის საზღვაო ნავსადგური
მიმდინარე წლის სექტემბერში ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აკვატორიის ფსკერის დაღრმავებით და ტალღისმჭრელის პროექტირების მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ "ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ.

ამავე ცნობით, ადგილზე მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია და მიმდინარეობს რამდენიმე მიმართულებით. კერძოდ, ეს გულისხმობს: სამშენებლო ტერიტორიაზე ქვის ლოდების შეტანის მიზნით, შესაბამის აქტივობებს; სამშენებლო ბანაკის მოწყობის სამუშაოებს; ტერიტორიის შემოღობვას და აშ.

კომპანიის განმარტებით, ასევე ჩატარდა ზღვის ფსკერის ბათიმეტრია (წყლის სიღრმის გაზომვა).

ცნობისთვის, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა 150 მლნ ლარით დაფინანსდება.

რაც შეეხება პარტნიორ კომპანიას და ჩინურ კონსორციუმთან თანამშრომლობას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განმარტებით, ეს პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობის პარალელური პროცესია და კომპანიასთან მოლაპარაკებებში ბევრი მიმართულებით პოზიციები დაახლოვდა.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ შერჩეული ჩინური კომპანია ამერიკის მთავრობამ სამხედრო, სადაზვერვო-კვლევით საქმიანობაში, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის წარმოების განვითარებაში ამხილა. მათი განმარტებით, კონსორციუმს აქვს თაღლითობასა და კორუფციაში მონაწილეობის ისტორიაც.

პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე კი ბელგიურ კომპანია ""Jan De Nul"-თან მოლაპარაკებები 29 აგვისტოს დასრულდა და ხელშეკრულება გაფორმდა. მათ ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ, რომ კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს უახლოეს პერიოდში დაიწყებს, რაც გულისხმობს ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავებასა და ტალღისმჭრელის/ტალღმტეხელის მშენებლობას.

ფოტო: ანაკლიის საზღვაო ნავსადგური

ამავე თემაზე: 

2025 წლის ბიუჯეტის პროექტით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის 150 მლნ ლარია გამოყოფილი

ანაკლიის პორტის პროექტი გეგმაზომიერად მიმდინარეობს, შეფერხების გარეშე - მინისტრი

ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ხელშეკრულება “Jan De Nul”-თან გაფორმდა

შესაძლოა, ჩინური კონსორციუმი გამარჯვებულად არც გამოცხადდეს - მინისტრი ანაკლიის პორტის პროექტზე

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩინეთმა არ უნდა ააშენოს - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" საარბიტრაჟო სასამართლომ სარჩელი არ დაუკმაყოფილა

ანაკლიის პორტის ხარისხიანი განვითარებისთვის ბევრი პარტნიორისგან შემდგარი კონსორციუმი ითანამშრომლებს სახელმწიფოსთან - მინისტრი
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.