ახალი ამბები
სოხუმში ოპოზიცია აფხაზურ- რუსულ საინვესტიციო შეთანხმებას აკრიტიკებს
სოხუმში ოპოზიციური ძალების ნაწილი „საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ“ რუსულ-აფხაზური შეთანხმების ხელმოწერას აკრიტიკებს.
ისინი მიიჩნევენ, რომ შეთანხმება "ოლიგარქიის გაფართოებას" გამოიწვევს. 

ადგურ არძინბა, „აფხაზეთის სახალხო მოძრაობის“ ლიდერი, აბობს, რომ დოკუმენტმა "ფართო რეზონანსი და მწვავე კრიტიკა“ გამოწვია საზოგადოებაში, მისივე თქით, ის "უარყოფითად აღიქვეს ექსპერტებმა“, ხოლო ე.წ. პარლამენტში, დღესაც მწვავე დებატები მიმდინარეობს საკითხის გარშემო.

არძინბას თქმით, მათ ახლა მხოლოდ „პარლამენტის დეპუტატების წინდახედულობისა და სიმტკიცის იმედი“ აქვს.

„ჩვენ დავდგებით მათ გვერდით, ვინც არ დაუშვებს მორიგი ანტიხალხური ინიციატივის გატარებას“, - წერს ის ტელეგრამის არხზე.
განცხადებები სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა და მოძრაობებმაც გააკეთეს.

„ვთვლით, რომ ხელშეკრულების ხელმოწერა, ცინიკურ დარტყმაა, აფხაზეთში არსებული არამყარი პოლიტიკური სიტუაციის პირობებში და ხალხისთვის ზურგში დანის ჩარტყმის ტოლფასი“, - ნათქვამია განცხადებაში.

სოხუმმა მოსკოვის მიერ მოთხოვნილ კიდევ ერთ შეთანხმებას 30 ოქტომბერს მოაწერა ხელი. ამის შემდეგ, დოკუმენტის რატიფიცირება თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტშმა უნდა მოახდინოს.

ცნობისთვის, 1 სექტემბერს რუსეთმა შეაჩერა ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტის დაფინანსება, მათ შორის, ამ დოკუმენტის დამტკიცების მოთხოვნით.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.