ახალი ამბები
სოხუმში დაკავებული ოპოზიციონერების ნაწილი გაათავისუფლეს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დაკავებული ოპოზიციონერების ნაწილი გაათავისუფლეს.

იზოლატორი უკვე დატოვეს ასლან გვარამიამ, ომარ სმირმა, რამაზ ჯოპუამ და გარი კოკაიამ.

12 ნოემბერს, სოხუმის საქალაქო სასამართლოს გადაეცა სამი დაკავებულის (გარი კოკაიას, ალმასხან არძინბას და რამაზ ჯოპუას) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალები.

მათ წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ, მაგრამ სასამართლომ პროცესი შეწყვიტა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არარსებობის გამო - ამის შესახებ წერს ტელეგრამის არხზე ჟურნალისტი ელეონორა გილოიანი. მისივე ცნობებით, ომარ სმირსა და ასლან გვარამიაზე მასალები სასამართლოს არ მიუღია.

ტელეგრამის არხი D News Abkhazia იუწყება, რომ პატიმრობიდან გაათავისუფლეს ყოფილი დეპუტატი, 9 ნოემბერს დაკავებული თენგიზ აგრბაც, რომლის გათავისუფლებაც ასევე მოითხოვა ოპოზიციამაც.

ოკუპირებული აფხაზეთში ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებამ სოხუმში საპროტესტო აქციები, არეულობა და კოდორისა და გუმისთის ხიდების ჩაკეტვა გამოიწვია.

ამასთან დაკავშირებით, აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.

11 ნოემბერს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „პარლამენტის“ სხდომაზე მეორე მოსმენით დაამტკიცეს კანონპროექტი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების შესახებ“ . ტელეგრამის არხების თანახმად, აფხაზური ოპოზიცია ეწინააღმდეგება აღნიშნულ კანონპროექტის ამგვარ განსაზღვრებას და მიიჩნევს, რომ ის რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების წინაპირობაა.

ცნობისთვის, ოქტომბრის ბოლოს სოხუმმა ხელი მოაწერა მოსკოვის მიერ მოთხოვნილ კიდევ ერთ შეთანხმებას, რომელიც რუსულ კომპანიებს აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს.

დოკუმენტის ძალაში შესვლის პროცედურა ითვალისწინებს ე.წ. პარლამენტში მის სავალდებულო რატიფიცირებას.

აფხაზური ოპოზიციის ნაწილი ამ დოკუმენტის წინააღმდეგ გამოდის და მიაჩნია, რომ ეს გამოიწვევს "ოლიგარქიის გაფართოებას".

ცნობისთვის, 1 სექტემბრიდან მოსკოვმა შეაჩერა ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტის დაფინანსება, მათ შორის, საინვესტიციო ხელშეკრულების დამტკიცების მოთხოვნით.






Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.