გიგი სიჭინავა ინგლისურ - ქართულ ილუსტრირებულ ლექსიკონზე მუშაობს (ფოტო/აუდიო)
ზუგდიდელი მოზარდი გიგი სიჭინავა რამდენიმე წელია ინგლისურ - ქართულ ლექსიკონზე მუშაობს.
გიგის ლექსიკონი მის მიერ შექმნილ ნახატებთან ერთად, 400 - მდე სიტყვას მოიცავს და სასწავლო დანიშნულებისაა.
მასში მეტწილად ხილის, ბოსტნეულის და მათგან დამზადებული სხვადასხვა სასარგებლო კოქტეილის, ასევე ცხოველების ჩამონათვალია შეტანილი.
სიტყვების მოხაზულობას ის ჯერ შავ - თეთრ ფერებში ასრულებს, შემდეგ კი ფერადი ფანქრებით ამუშავებს.
გიგის დედა გვიყვება რომ, გიგისთვის უფრო მარტივად გასაგებია ის, რის ვიზუალიზაციასაც ახდენს.
„მას ძალიან კარგი ვიზუალური მეხსიერება აქვს და აქედან გამომდინარე, ასე უფრო დასამახსოვრებელი იქნა მისთვის, რომ ჯერ დახატოს და შემდეგ ისწავლოს სიტყვის განმარტება, ის რასაც თავისი ხელით აკეთებს, არასდროს არ ავიწყდება’’, - ამბობს ნათია სახოკია.
ის ფიქრობს, რომ გიგი ლექსიკონზე მუშაობას ერთ თვეში დაასრულებს.
სამომავლოდ კი მხატვარი ქართული წარმოების ილუსტრირებული ლექსიკონის გამოცემას გეგმავს, რაც ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, როგორც დამხმარე საშუალება ინგლისური ენის შესასწავლად.
მასში მეტწილად ხილის, ბოსტნეულის და მათგან დამზადებული სხვადასხვა სასარგებლო კოქტეილის, ასევე ცხოველების ჩამონათვალია შეტანილი.
გიგის დედა გვიყვება რომ, გიგისთვის უფრო მარტივად გასაგებია ის, რის ვიზუალიზაციასაც ახდენს.
„მას ძალიან კარგი ვიზუალური მეხსიერება აქვს და აქედან გამომდინარე, ასე უფრო დასამახსოვრებელი იქნა მისთვის, რომ ჯერ დახატოს და შემდეგ ისწავლოს სიტყვის განმარტება, ის რასაც თავისი ხელით აკეთებს, არასდროს არ ავიწყდება’’, - ამბობს ნათია სახოკია.
ის ფიქრობს, რომ გიგი ლექსიკონზე მუშაობას ერთ თვეში დაასრულებს.
სამომავლოდ კი მხატვარი ქართული წარმოების ილუსტრირებული ლექსიკონის გამოცემას გეგმავს, რაც ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, როგორც დამხმარე საშუალება ინგლისური ენის შესასწავლად.
მასალის გამოყენების პირობები