სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა განმუხურის სკოლის ბიბლიოთეკას ორი ათასი წიგნი გადასცა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი სტუმრობდა. სპორტის სამინისტრომ განმუხურის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას 2 ათასამდე წიგნი გადასცა. წიგნები საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და სხვადასხვა გამომცემლობისმხარდაჭერით შეგროვდა.როგორც სკოლის დირექტორი ზურაბ ჯოლოგუა რადიო „ათინათთან“ საუბარში აღნიშნავს, განმუხურის საჯარო სკოლა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს საოკუპაციო ჯარების ნაწილს ჰქონდა დაკავებული. სკოლის ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა, გაიძარცვა და გატანილ იქნა კომპიუტერული ტექნიკა. ჯოლოგუა ასევე დასძენს, რომ სკოლაში სხვა პრობლემები არსებობს. ერთ-ერთი მათგანი სპორტული დარბაზის არ ქონაა.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ლევან ყიფიანმა, სამინისტროს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და დასძინა, რომ მათ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდიდან შეიტყვეს. როგორც ყიფიანმა განაცხადა, განმუხურის საჯარო სკოლის ადმინისტრაციას პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდში ჰქონდა წერილი გაგზავნილი.
სკოლაში ვიზიტის შემდეგ მინისტრმა, ანაკლიაში ყოფილი პატრიოტული ბანაკი მოინახულა და მარტვილში გაემგზავრა.
მასალის გამოყენების პირობები