შსს: “2015 წელს დანაშაულის მაჩვენებელი შემცირდა”
შინაგან საქმეთა სამინისტრო 2015 წლის დეკემბრის და იანვარ-დეკემბრის
დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს.
შსს-ის ინფორმაციით, 2015 წლის დეკემბრის თვეში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების (საქართველოს მთავარი პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო) მიერ რეგისტრირებულ იქნა 3 612 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1 357 დანაშაული. დანაშაულის გახსნის სტატისტიკა შემცირებულია, 37.57%-ს წარმოადგენს, მაშინ როცა 2014 წელს 44.36% იყო. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული მატებაა +3.97%.
2015 წლის დეკემბრის თვეში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო
ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულ იქნა 2446 დანაშაული,
რომელთაგან გაიხსნა 1185 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია
48.45%, ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით
დანაშაულის პროცენტული მატებაა +8.71%.
რაც შეეხება მთელი წლის მონაცემებს, 2015 წლის იანვარ-დეკემბრის თვეებში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულ იქნა 35096 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 21176 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 60.34%, ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -3.92%.
2015 წლის იანვარ-დეკემბრის თვეებში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულ იქნა 25494 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 17177 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 67.38%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -3.72%.
შსს-ის ინფორმაციით, 2015 წლის დეკემბრის თვეში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების (საქართველოს მთავარი პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო) მიერ რეგისტრირებულ იქნა 3 612 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1 357 დანაშაული. დანაშაულის გახსნის სტატისტიკა შემცირებულია, 37.57%-ს წარმოადგენს, მაშინ როცა 2014 წელს 44.36% იყო. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული მატებაა +3.97%.
რაც შეეხება მთელი წლის მონაცემებს, 2015 წლის იანვარ-დეკემბრის თვეებში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულ იქნა 35096 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 21176 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 60.34%, ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -3.92%.
2015 წლის იანვარ-დეკემბრის თვეებში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულ იქნა 25494 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 17177 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 67.38%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -3.72%.
მასალის გამოყენების პირობები